11 Şubat 2021 Perşembe

ეგვიპტე

    ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.

  • მოსახლეობა: 90,03 მლნ (2015), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 99,1 %, ნუბიელები 0,9 %. ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია (ყოველ 7 თვეში 1 მლნ). მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ-ზე 74 კაცს შეადგენს. ნილოსის დაბლობზე სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 98 % , მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1 კვ. კმ-ზე 1500 კაცს.
  • ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
  • რელიგია: მუსლიმები 90 %, ქრისტიანები დაახლ. 10 %.
  • ქალაქები (ათ.): კაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).   
წყარო იხილეთ აქ
სურათი aviabiletebi.org

31 Ocak 2021 Pazar

ქალის ღირსება და უფლებები ისლამში

    ისლამური კულტურა თვლის, რომ ქალი და მამაკაცი ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. ყურანში ხაზგასმულია ქალის ღირსება და როლი-თანასწორობა მამაკაცთან. ისლამში ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში. ლოცვა და მარხვა ფიზიკური ღვთისმსახურებაა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა კი ფინანსურ საშუალებებს მოითხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს უნდა გააჩნდეს საკუთარი მატერიალური შესაძლებლობა, ამისათვის კი საჭიროა შრომითი მონაწილეობის მიღება.ე.ი. ისლამში ქალს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ქონება, ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, მსახურობდეს ჯარში თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ყოველივე ესენი თოთხმეტი საუკუნის წინ წმინდა მუჰამმედ შუამავლის სიცოცხლეში მიიღო ქალმა. ისლამმა მისცა ქალს უფლება იმისა, რომ მას თავისი ნება სურვილით აერჩია მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა. ასევე, მას აქვს უფლება, განქორწინდეს, სურვილის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ ყორანში ლაპარაკია იმაზე, რომ ალაჰმა შექმნა მამაკაცი და ქალი „ერთი სულისგან“, უმაღლესი იდეალი მუსულმანური ოჯახისა არის მამაკაცი, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაექვემდებაროს ქალი. ქალის დაბადება მუსულმანურ ოჯახში და განსაკუთრებით რამდენიმე ქალისა უკვე იძლევა კაცებისათვის შესაძლებლობას განქორწინებისათვის ან სულაც მეორე ცოლის შერთვის, მოყვანის უფლებას.ისლამის კანონების მიხედვით კი, ქალი კაცთან არის გათანაბრებული, მხოლოდ ლიდერობა და პირველობა რჩება მამაკაცს.

წყარო იხილეთ აქ

სურათი: wp-media.patheos.com

მუსლიმი ქალების სამოსი

 


ბურკა
ისლამურ საფარველთა შორის ყველაზე დამფარავი. ეს არის ერთიანი საფარველი, რომელიც ფარავს სახეს და ტანს და ხშირად, მხედველობისთვის ბადეს მოიცავს.

ჩადრი

თავისა და სხეულის დასაფარი სამოსი, სადაც სახე სრულად ჩანს

ნიქაბი
სახის საფარველი, რომელიც თვალების გარშემო სივრცეს ტოვებს ღიად. თუმცა, მისი ტარება ცალკე სახის საფარველითაცაა შესაძლებელი. მას ატარებენ თავსაბურავთან ერთად.

ჰიჯაბი

ჰიჯაბი ზოგადად სხეულის დაფარვის მიზნით შემოსვას გულისხმობს და ხშირად გამოიყენება მუსლიმი ქალების მიერ თავშალის ტარების აღსაწერად. თავშალები, შეიძლება მრავალი სხვადასხვა სტილის და ფერის იყოს. ჰიჯაბი ფარავს თავს და კისერს, მაგრამ ღიად ტოვებს სახეს.

წყარო იხილეთ აქ 

სურათი thumb.tildacdn.com

მუსლიმი ქალი ჩადრით


    მაჰმადიან ქალზე ფიქრისას თავშებურული, უარეს შემთხვევაში, სახედაფარული ადამიანი წარმოგიდგებათ. მუსლიმანურ ქვეყნებში ჩადრის თუ თავსაფრის ტარების წესს ზოგან ძალიან მკაცრად მისდევენ, ზოგან კი - ნაკლებად. სხვაგვარადაა დასავლეთში, სადაც თავსაბურავს და ტანსაცმელს სიცივისგან დამცავი და სიშიშვლის დამფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ იქაც ბევრი გამოჩნდა, ვისაც თავსაფრის ტარება უფლებად მიაჩნია და ამისთვის იბრძვის. ისლამის მიმდევრები სამოსლის ტარებას, ქალის და კაცის შემთხვევაშიც, რელიგიას უკავშირებენ. 
    მუჰამედის მიერ 610-632 წლებში მიღებული ღვთის სიტყვა, დასჯის სახით, შეიცავს ქალების მიერ ჩადრის ტარების, ისევე როგორც სახის მთლიანად დაფარვის, ვალდებულებას. მაგრამ ეს ასე სრულიადაც არ არის. ყურანის ფილოსოფია ჰარმონიაშია ყოვლისშემძლის მიერ საკუთარი თავის როგორც მოწყალის, მიმტევებლის, ლმობიერის წარმოდგენასთან.“„ყურანში თვითონ ჩაცმულობის ტიპზე ლაპარაკი არ არის, რა ტიპის ტანსაცმელი უნდა ეცვას ქალს, უბრალოდ არის გარკვეული მინიშნებები, რომ ქალებმა აუცილებელია „ფეხები სწორად წაიღონ“ (ბუნდოვანი ფრაზაა) და გამოიკრან თავსაფრის ბოლოები მკერდთან, ანუ მკერდის ნაწილები დაიფარონ და თავი ჰქონდეთ დაფარული. 
    ჰიჯაბი ჩაცმულობას ჰქვია და რამდენიმე სახისა, თუ ფორმისაა, ისლამის სხვადასხვა განშტოების მიხედვით ვარირებს. განსხვებული სტილის მიუხედავად, შემოსვის უმთავრესი პრინციპი, ზოგადად, მოკრძალებულობასა და ზომიერებას ეფუძვნება, რაც ყოველმა მუსლიმმა უნდა გაითვალისწინოს. 
    ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა სამოსი ისლამური კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა.

წყარო 1 იხილეთ აქ
წყარო 2 იხილეთ აქ

სურათი: reginfo.ge

ისლამის შესახებ ფაქტები



    სიტყვა “ისლამი” ნიშნავს “გადაცემას”, “წარდგენას”. “სალამ” არის ისლამის ძირეული სიტყვა. რელიგიურ კონტექსტში სიტყვა ისლამი ნიშნავს საკუთარი ნებით, იძულების გარეშე,  ღვთის ჭეშმარიტი სურვილების მორჩილებას მშვიდობის მისაღწევად. ყველა ნამდვილმა მუსულმანმა უნდა დაიცვას მთავარი ხუთი წესი: 

                1) უნდა აღიარებდეს ერთ ღმერთს და იმას, რომ მუჰამედი არის ღვთის მოციქული;                 2) ფორმალურად უნდა ილოცოს დღეში 5-ჯერ;     
                3) კარგი შემოსავლის ადამიანმა წელიწადში ერთხელ უნდა გადაიხადოს გადასახადი, რომელიც გადაეცემა გაჭირვებულ ადამიანებს; 
                4) მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მოილოცოს მექა, თუკი აქვს ამის ფინანსები; 
                5) უნდა იმარხულოს რამადანის თვეს.
    
    ისლამი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია მსოფლიოში. ნებისმიერი ეროვნების, რასის და კულტურის ადამიანმა, რომელსაც სურს გახდეს მუსულმანი, მხოლოდ უნდა განაცხადოს, რომ სწამს ერთი ღმერთი და მუჰამედი, როგორც ღვთის წინასწარმეტყველი.მუსულმანებს სჯერათ, რომ ღმერთმა მისი სახელი 99 სახით წარმოადგინა ყურანში. ამ სახელების მეშვეობით შესაძლებელია შემოქმედის შეცნობა. ეს სახელებია: მოწყალე, ყველაფრის მცოდნე, დამცველი, მზრუნველი, ახლო, პირველი, ბოლო, ფარული, მშვიდობა და ა.შ.მუსულმანები არ სცემენ თაყვანს მუჰამედს და არც ლოცულობენ მისთვის. ისინი მხოლოდ ალაჰს ეთაყვანებიან.მუსულმანები არ სცემენ თაყვანს ქააბას, ის მხოლოდ სიმბოლოა საერთო რწმენისა. საინტერესოა, რომ ქააბა შიგნით ცარიელია. ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიონი ადამიანი მოილოცავს ქააბას.

წყარო იხილეთ აქ
სურათი: neoldu.com 

25 Ocak 2021 Pazartesi

ისლამური რელიგიის შესახებ


    ისტორიულად ისლამი VII საკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი, მუსა, ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი.

ისლამის მიმდევარს ეწოდება უსლიმი. 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ. ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა  და ამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – უნიტისა და შიიტურს. ისლამური რწმენსი შედგება ექვსი ძირითადი პირობისგან, რომლებიცაა ღვთის, ანგელოზების, წერილების, მაცნეების,უკანასკნელ დღისა და კარგისა და ცუდის ბედისწერის რწმენა. პრაქტიკაში ისლამი ვლინდება ხუთი ბურჯით, რომლებიცაა რწმენის დამოწმება,ლოცვა, მარხვა  რამადანის თვეში და წმინდა ადგილების ლოცვა.

წყარო იხილეთ აქ 

სურათი: im.haberturk.com

პირველი 10 ქვეყანა და მათი დედაქალაქები ისლამის მიმდევრების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით



წყარო იხილეთ აქ

21 Ocak 2021 Perşembe

მსოფლიოში სულ 50 ისლამური ქვეყანაა

    მსოფლიოში სულ 50 ქვეყანაა სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. ამ ქვეყნებიდან 30-ში ისლამის მიმდევრების პროცენტული მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, ხოლო დანარჩენ 20 ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 50 - 80% - ია. 26 ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ისლამი სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული 

წყარო იხილეთ აქ 
სურათი: upload.wikimedia.org

Popular Posts