31 Ocak 2021 Pazar

ისლამის შესახებ ფაქტები



    სიტყვა “ისლამი” ნიშნავს “გადაცემას”, “წარდგენას”. “სალამ” არის ისლამის ძირეული სიტყვა. რელიგიურ კონტექსტში სიტყვა ისლამი ნიშნავს საკუთარი ნებით, იძულების გარეშე,  ღვთის ჭეშმარიტი სურვილების მორჩილებას მშვიდობის მისაღწევად. ყველა ნამდვილმა მუსულმანმა უნდა დაიცვას მთავარი ხუთი წესი: 

                1) უნდა აღიარებდეს ერთ ღმერთს და იმას, რომ მუჰამედი არის ღვთის მოციქული;                 2) ფორმალურად უნდა ილოცოს დღეში 5-ჯერ;     
                3) კარგი შემოსავლის ადამიანმა წელიწადში ერთხელ უნდა გადაიხადოს გადასახადი, რომელიც გადაეცემა გაჭირვებულ ადამიანებს; 
                4) მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა მოილოცოს მექა, თუკი აქვს ამის ფინანსები; 
                5) უნდა იმარხულოს რამადანის თვეს.
    
    ისლამი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია მსოფლიოში. ნებისმიერი ეროვნების, რასის და კულტურის ადამიანმა, რომელსაც სურს გახდეს მუსულმანი, მხოლოდ უნდა განაცხადოს, რომ სწამს ერთი ღმერთი და მუჰამედი, როგორც ღვთის წინასწარმეტყველი.მუსულმანებს სჯერათ, რომ ღმერთმა მისი სახელი 99 სახით წარმოადგინა ყურანში. ამ სახელების მეშვეობით შესაძლებელია შემოქმედის შეცნობა. ეს სახელებია: მოწყალე, ყველაფრის მცოდნე, დამცველი, მზრუნველი, ახლო, პირველი, ბოლო, ფარული, მშვიდობა და ა.შ.მუსულმანები არ სცემენ თაყვანს მუჰამედს და არც ლოცულობენ მისთვის. ისინი მხოლოდ ალაჰს ეთაყვანებიან.მუსულმანები არ სცემენ თაყვანს ქააბას, ის მხოლოდ სიმბოლოა საერთო რწმენისა. საინტერესოა, რომ ქააბა შიგნით ცარიელია. ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიონი ადამიანი მოილოცავს ქააბას.

წყარო იხილეთ აქ
სურათი: neoldu.com 

Hiç yorum yok:

Yorum Gönder

Popular Posts