ისლამური კულტურა თვლის, რომ ქალი და მამაკაცი ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. ყურანში ხაზგასმულია ქალის ღირსება და როლი-თანასწორობა მამაკაცთან. ისლამში ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში. ლოცვა და მარხვა ფიზიკური ღვთისმსახურებაა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა კი ფინანსურ საშუალებებს მოითხოვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს უნდა გააჩნდეს საკუთარი მატერიალური შესაძლებლობა, ამისათვის კი საჭიროა შრომითი მონაწილეობის მიღება.ე.ი. ისლამში ქალს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ქონება, ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, მსახურობდეს ჯარში თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ყოველივე ესენი თოთხმეტი საუკუნის წინ წმინდა მუჰამმედ შუამავლის სიცოცხლეში მიიღო ქალმა. ისლამმა მისცა ქალს უფლება იმისა, რომ მას თავისი ნება სურვილით აერჩია მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა. ასევე, მას აქვს უფლება, განქორწინდეს, სურვილის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა რომ ყორანში ლაპარაკია იმაზე, რომ ალაჰმა შექმნა მამაკაცი და ქალი „ერთი სულისგან“, უმაღლესი იდეალი მუსულმანური ოჯახისა არის მამაკაცი, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაექვემდებაროს ქალი. ქალის დაბადება მუსულმანურ ოჯახში და განსაკუთრებით რამდენიმე ქალისა უკვე იძლევა კაცებისათვის შესაძლებლობას განქორწინებისათვის ან სულაც მეორე ცოლის შერთვის, მოყვანის უფლებას.ისლამის კანონების მიხედვით კი, ქალი კაცთან არის გათანაბრებული, მხოლოდ ლიდერობა და პირველობა რჩება მამაკაცს.
სურათი: wp-media.patheos.com
Hiç yorum yok:
Yorum Gönder