31 Ocak 2021 Pazar

მუსლიმი ქალი ჩადრით


    მაჰმადიან ქალზე ფიქრისას თავშებურული, უარეს შემთხვევაში, სახედაფარული ადამიანი წარმოგიდგებათ. მუსლიმანურ ქვეყნებში ჩადრის თუ თავსაფრის ტარების წესს ზოგან ძალიან მკაცრად მისდევენ, ზოგან კი - ნაკლებად. სხვაგვარადაა დასავლეთში, სადაც თავსაბურავს და ტანსაცმელს სიცივისგან დამცავი და სიშიშვლის დამფარავი ფუნქცია აქვს, მაგრამ იქაც ბევრი გამოჩნდა, ვისაც თავსაფრის ტარება უფლებად მიაჩნია და ამისთვის იბრძვის. ისლამის მიმდევრები სამოსლის ტარებას, ქალის და კაცის შემთხვევაშიც, რელიგიას უკავშირებენ. 
    მუჰამედის მიერ 610-632 წლებში მიღებული ღვთის სიტყვა, დასჯის სახით, შეიცავს ქალების მიერ ჩადრის ტარების, ისევე როგორც სახის მთლიანად დაფარვის, ვალდებულებას. მაგრამ ეს ასე სრულიადაც არ არის. ყურანის ფილოსოფია ჰარმონიაშია ყოვლისშემძლის მიერ საკუთარი თავის როგორც მოწყალის, მიმტევებლის, ლმობიერის წარმოდგენასთან.“„ყურანში თვითონ ჩაცმულობის ტიპზე ლაპარაკი არ არის, რა ტიპის ტანსაცმელი უნდა ეცვას ქალს, უბრალოდ არის გარკვეული მინიშნებები, რომ ქალებმა აუცილებელია „ფეხები სწორად წაიღონ“ (ბუნდოვანი ფრაზაა) და გამოიკრან თავსაფრის ბოლოები მკერდთან, ანუ მკერდის ნაწილები დაიფარონ და თავი ჰქონდეთ დაფარული. 
    ჰიჯაბი ჩაცმულობას ჰქვია და რამდენიმე სახისა, თუ ფორმისაა, ისლამის სხვადასხვა განშტოების მიხედვით ვარირებს. განსხვებული სტილის მიუხედავად, შემოსვის უმთავრესი პრინციპი, ზოგადად, მოკრძალებულობასა და ზომიერებას ეფუძვნება, რაც ყოველმა მუსლიმმა უნდა გაითვალისწინოს. 
    ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა სამოსი ისლამური კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა.

წყარო 1 იხილეთ აქ
წყარო 2 იხილეთ აქ

სურათი: reginfo.ge

Hiç yorum yok:

Yorum Gönder

Popular Posts