20 Ocak 2021 Çarşamba

კულტურა

ისლამური რელიგიაში იკრძალება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები. აკრძალულია ღორის ხორცი და გარეული ცხოველის ხორცი; ცხოველების ლეში-მტაცებლების მიერ დახოცილი და ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი ცხოველების ხორცი (აკრძალვა არ ეხება ზღვის ცხოველებს); არარიტუალის შესაბამისად დაკლული ცხოველის ხორცი. ისლამში ძაღლი, მაიმუნი, ღორი ითვლება რიტუალურად უწმინდურ ცხოველებად, რომელთა ხორცი აკრძალულია საკვებად. ყურანში არაერთხელ იხსენიება ღორის ხორცის აკრძალვა. სამეცნიერო ლიტერატურაში იყო მცდელობა აეხსნათ ის ეკოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორებით და მუჰამადის მისწრაფებით გამოეყენებინა ხორბლის ნამეტი მუსლიმური   თემის  საჭიროებისამებრ. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია აგრეთვე არაბეთის ნახევარკუნძულის ცხელი კლიმატური პირობები, რომლის დროსაც ზედმეტად ცხიმიანი  საკვების მიღება ჯანმრთელობისათვის საზიანოა.ისლამი კრძალავს ღვინის დამზადებას, მოხმარებას და შენახვას. ყურანში ცოდვად   და სატანის ხელობად ითვლება. უდიდეს ცოდვათა შორის ასახელებენ მას მუსლიმი თეოლოგებიც. ცოდვად ითვლება წინასწარ განზრახვით აკრძალული საკვების მიღება, მაგრამ თუ ვინმე იძულებულია შიმშილის ან წყურვილის გამო მიიღოს ცოდვა მალე ეპატიება.

დღეს მუსლიმური სახელმწიფოების უმრავლესობაში (ირანი, სუდანი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, იემენი, პაკისტანი) დაწესებულია აკრძალვა სპირტიანი სასმელების მოხმარებაზე, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ხდება შეზღუდვა სხვადასხვა საშუალებებით.

წყარო იხილეთ აქ

Hiç yorum yok:

Yorum Gönder

Popular Posts